English / ქართული /








Journal number 1 ∘ Avtandil Chutlashvili
The Ratio and Imbalances of Savings and Investment in Georgia

Today, it is necessary to develop the new concept of savings for the solution of economic problems in developing countries. There is a large scientific literature on this subject, but unsolved problems still exist. This paper discusses the structure of the savings of Georgia’s population from 2001 till 2015.

The research analyses expenses and incomes of the persons, households and population; it was established that expenses exceeded the incomes in the period from 2001 till 2009.

There was carried out comparative analysis of GDP, consumption, expenses and savings. It is shown that only since 2012 savings have become significant macroeconomic indicators. The are also discussed the quesons on transforming savings into investment and possibility of alternave investment.

Keywords: Savings; Incomes; Spending; Investment; Bank Deposits; Financial Markets .

JEL Codes: E20, E21, E22

დანაზოგების სტრუქტურა და ბალანსი

სტატიის ძირითადი მიზანია: პირველი, მსოფლიო დანაზოგების მოცულობის დინამიკისა და არეალის ცვალებადობის განხილვა-ანალიზი; მეორე, საქართველოს დანაზოგების საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა და იმ თავისებურებების დადგენა, რომელიც მის ეკონომიკურ განვითარებას ახასიათებს; მესამე, ალტერნატიული ინვესტირების როგორც ფინანსური ბაზრის ინსტიტუციონალური განვითარების, ერთ-ერთი მიმართულების მნიშვნელობის წარმოჩენა.

საკვანძო სიტყვები: დანაზოგები; შემოსავლები, ხარჯები; დეპოზიტები; ალტერნატიული ინვესტიციები; ფინანსური ბაზარი.

ეროვნული ეკონომიკის მრავალი პრობლემის გადაწყვეტაში დანაზოგებსა და ინვესტიციებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. როგორც წესი, ამ საკითხების განხილვისას გარე სამყაროს მიმართავენ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ კაპიტალისა და ინვესტიციების ძირითადი წყაროები სწორედ იქაა.

გლობალური ფინანსური ბაზრის სწრაფმა განვითარებამ ჩამოაყალიბა ისეთი პირობები, რომ კომერციულ სტრუქტურებს შეუძლიათ გამოიყენონ არა მარტო ადგილობრივი, არამედ მთელი მსოფლიოს დანაზოგები. შედეგად, შესაძლებელი გახდა ვიფიქროთ გლობალური პროექტების  განხორციელებაზე (ვთქვათ, მოგზაურობა სხვა პლანეტებზე, კოსმოსური ზონდის გაგზავნა სხვა გალაქტიკაში და ა. შ.).

აღსანიშნავია, რომ კაცობრიობის არა მხოლოდ უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ ბევრი ქვეყანა წარმატებით იყენებს გარე დანაზოგებს საკუთარი ეკონომიკის განვითარებისათვის. კერძოდ, აშშ დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვას და ეკონომიკურ ზრდას, მეტწილად, უცხოური დანაზოგების მეშვეობით ახერხებს.

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მსოფლიო მთლიანი შიგა პროდუქტი (მშპ) მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიო ბანკის მონაცემების [3] მიხედვით, იგი 2015 წელს, 1997 წელთან შედარებით, 2.4-ჯერ გაიზარდა და 73.9 ტრლნ დოლარს მიაღწია. ასევე გაიზარდა მშპ ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით. კერძოდ, აშშ-ში – 2.1-ჯერ, ჩინეთში – 11.4-ჯერ, ევროზონაში – 1.7-ჯერ, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში – 1.9-ჯერ, საქართველოში – 3.9-ჯერ. იგივე შეიძლებოდა გვეფიქრა დაგროვებაზეც, მაგრამ ბოლოდროინდელმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა კაპიტალურ დაბანდებათა მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ დანაზოგებთან დაკავშირებული პარამეტრები მკვეთრ ცვლილებებს არ განიცდის. კერძოდ, თუ დანაზოგების ნორმა (Gross Saving) მსოფლიოში 1997 წელს 24%-ს უდრიდა, 2015 წლისათვის იგი მხოლოდ 1 %-ით გაიზარდა. ასეთი ტენდენცია განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ფიქსირდება, რასაც ვერ ვიტყვით განვითარებად ეკონომიკებზე. ასე, მაგალითად, ჩინეთში დანაზოგების ნორმა 39 %-დან (1997 წ.) 49 %-მდე (2015 წ.) გაიზარდა. აბსოლუტურ რიცხვებში უფრო შთამბეჭდავ მონაცემებს ვიღებთ, – დანაზოგების მოცულობა 377.2 მლრდ დოლარიდან 5 357.9 მლრდ დოლარამდე (14.2-ჯერ) გაიზარდა.

ზოგადად, მართებულად მიგვაჩნია ის დასკვნა, რომ განვითარებად ქვეყნებს, რომლებშიც დაბალია მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის მაჩვენებელი, მოძველებული ინფრასტრუქტურა და ამორტიზებული ფიზიკური კაპიტალი გააჩნიათ, დანაზოგების ნორმა უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

რაც შეეხება საქართველოს, აღნიშნული ასპექტით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. კერძოდ, თუ 1997 წელს დანაზოგის ნორმა მხოლოდ 1%-ს შეადგენდა, 2015 წლისათვის მან 21%-ს მიაღწია, ანუ ზრდა თითქმის 4-ჯერადია (3 510 მლნ-დან 13 965 მლნ დოლარი)ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მიღწეული შედეგები არ უნდა ჩაითვალოს ოპტიმალურად, რადგანაც იგი საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე დაბალია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მეტი ყურადღებით შევისწავლოთ საკითხი: დანაზოგი-დაგროვება-ინვესტირება.

2015 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალოთვიურმა ხარჯებმა დაზოგვა/გასესხებაზე 180.5 მლნ ლარი (79.5 მლნ დოლარი), ერთ შინამეურნეობაზე – 177.4 ლარი (78.1 დოლარი), ხოლო ერთ პიროვნებაზე 49.4 ლარი (21.8 დოლარი) შეადგინა [1]. შესაბამისად, ერთი წლის მთლიანი მაჩვენებლები შემდეგია: დაზოგვა/გასესხებაზე მოსახლეობის ხარჯებმა 2 166.0 მლნ ლარი (954.2 მლნ დოლარი), ერთი შინამეურნეობის ხარჯებმა 2 128.8 ლარი (937.8 დოლარი), ხოლო ერთი პერსონის ხარჯებმა 592.8 ლარი (261.1 დოლარი) შეადგინა.

იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, რას წარმოადგენს ზემოთ მოყვანილი რიცხვები, შევადაროთ იგი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ანალოგიურ (ან მსგავს) მაჩვენებლებს. ასე, მაგალითად, აშშ-ში საშუალო თვიურმა პერსონალურმა დანაზოგმა 2014 წელს 651.2 მლრდ დოლარი შეადგინა [6].

შედარებით უკეთაა მდგომარეობა, თუ შესაბამის მაჩვენებლებს ფარდობითი ჭრილით განვიხილავთ. ასე, მაგალითად, აშშ-ში პერსონალური დანაზოგების ნორმამ 2015 წელს 5.3%, ხოლო ევროკავშირში 10.7% შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ყველაზე მაღალი პერსონალური დანაზოგების ნორმა 1975 წლის მაისში (17.0%), ხოლო ყველაზე დაბალი – 2005 წლის ივნისში (1.9%) დაფიქსირდა. ევროკავშირში ყველაზე მაღალი პერსონალური დანაზოგების ნორმა 2009 წელს (13.1%) და ყველაზე დაბალი 2015 წელს (9.8%) დაფიქსირდა [10]. რაც შეეხება საქართველოს, პერსონალური დანაზოგების ნორმამ 2015 წელს 17.6% შეადგინა.1

საყურადღებოა დანაზოგების საერთო (Gross savings) მოცულობის მიმართება მშპ-თ. ასე, მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2014 წელს საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ს უდრიდა. აღსანიშნავია, ასევე, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2001 და 2004 წლებზე, შესაბამისად 24.0% და 24.9%, ხოლო ყველაზე დაბალი 1997 და 2009 წლებზე (შესაბამისად 0.5% და 1.7%) მოდის [3]. 2014 წელს აშშ-ში დანაზოგების მთლიანი (Gross savings) მოცულობის მიმართება მშპ-თ 18%-ს, ხოლო ევროკავშირში 21%-ს უდრიდა. აშშ-ში, ამ მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1973 წელს (23.7%), ხოლო ყველაზე დაბალი – 2009 წელს (14.4%) დაფიქსირდა; ევროკავშირში ყველაზე მაღალი პარამეტრი 1976 წელზე (25.0%) და ყველაზე დაბალი 2009 წელზე (14.4%) მოდის. აღსანიშნავია ასევე, რომ წამყვანი (პირველი ადგილი) პოზიცია ამ მიმართულებით – 59.0%-ით კატარს უკავია [5, გაანგარიშებულია ავტორის მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე].

ზემოთ განხილული პრობლემების ფონზე, ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ საქართველოში დანაზოგების ყველა თავისებურება. კერძოდ, გახდა თუ არა იგი მნიშვნელოვანი ფინანსური მაჩვენებელი? თუ ასეა, რომელი წლიდან. გააჩნია თუ არა მას რაიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალი? თუ კი, როგორია იგი. შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებისას ან საპენსიო სისტემის რეფორმირებისას (დაგროვებითი საპენსიო სისტემაზე გადასვლა)? შეუძლია თუ არა მას სერიოზული გავლენის მოხდენა ქვეყნის ფინანსურ მაჩვენებლებზე და ა.შ.

ყოველივე ამისათვის, კვლევას ვიწყებთ ზემოთ აღნიშნული სამი პარამეტრის (მოსახლეობის, ერთი შინამეურნეობის და ერთი პერსონის საშუალოთვიური ხარჯები) ანალიზით (2001-2015 წწ), როგორც ხარჯვითი, ასევე შემოსავლების ჭრილით. ჩვენი მიზანია დავადგინოთ, როგორ იცვლება არსებული ინდიკატორები დროში, როდის და როგორ აღწევს იგი თავის ექსტრემუმებს (მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებლებს) და ა.შ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მოსახლეობის, ერთი შინამეურნეობისა და ერთი პიროვნების საშუალო თვიური ხარჯები წარმოდგენილი აქვს სამომხამრებლო (სურსათი, ტანსაცმელი, განათლება, ტრანსპორტი და ა.შ.) და არასამომხამრებლო ფულადი ხარჯების (სასოფლო-სამეურნეო ხარჯები, ტრანსფერტები, დაზოგვა ან გასესხება, ქონების შეძენა) მიხედვით [1].

ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ არასამომხამრებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურასა და დინამიკას. მოსახლეობის საშუალო თვიურ არასამომხმარებლო ფულად ხარჯებში 2001/2002ჴ2015 წლების მიხედვით, დაზოგვა/გასესხებას ყველაზე მეტი წილი უკავია. ასე, მაგალითად, მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებე- ლი (64.5%) 2015 წელს დაფიქსირდა, ხოლო მინიმალური – (36.0%) 2005 წელს. მეორე პოზიცია უკავია ხარჯებს ქონების შეძენაზე, რომლის პიკი 2002 (28.3%) და 2011 (28.1%) წლებზე, ხოლო მინიმუმი  2015 (11.5%) წელზე მოდის. მესამე ადგილი ტრანსფერტებზე მოდის, შესაბამისად, მაქსიმალური მაჩვენებელი (24.8%) 2005 წელს იქნა დაფიქსირებული, მინიმალური კი (11.3%) 2002 წელს.

არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები დაზოგვა/გასესხებაზე, ბოლო რამდენიმე წელი იზრდებოდა როგორც აბსოლუტური მაჩვენებლების, ასევე წილის მიხედვით. ასე, მაგალითად, თუ 2013 წელს მან 123.3 მლნ ლარი შეადგინა, 2014 წლისთვის იგი 147.6 მლნ ლარამდე (19.%) გაიზარდა, ხოლო 2015 წლისათვის 180.5 მლნ ლარს მიაღწია (წინა წელთან შედარებით ზრდამ 22.% შეადგინა)აღნიშნულ პერიოდში ასევე იზრდებოდა არასამომხმარებლო ფულად ხარჯებში დაზოგვა/ გასესხების წილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანალოგიური დინამიკაა ერთი შინამეურნეობისა და ერთი პერსონის საშუალოთვიურ არასამომხმარებლო ფულად ხარჯებში დაზოგვა/გასესხებაზე გაწეულ დაფინანსებაზეც. ორივე იზრდებოდა როგორც აბსოლუტური, ასევე წილის მიხედვით. მათი მაჩვენებლები ემთხვევა ერთმანეთს როგორც წლების, ასევე ზღვრული (მაქსიმუმი/მინიმუმი) პარამეტრების მიხედვით.

ამრიგად, შეიძლება დავსკვნათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთი შინამეურნეობისა და მოსახლეობის ერთ სულზე საშუალოთვიური ხარჯები ზრდის ტენდენციით ხასიათდება და მათ შორის პირდაპირი პროპორციული   დამოკიდებულებაა, ანუ  თუ  მოსახლეობის  საშუალო  თვიური ხარჯები „დაზოგვა/გასესხებაზე“, ვთქვათ პირობითად, 20%-ით გაიზარდა, იგივე მოცულობით იზრდება ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური ხარჯები და ერთი პიროვნების საშუალო თვიური „დაზოგვა/გასესხების“ ხარჯები.

ანალოგიური დამოკიდებულებაა არასამომხმარებლო ფულად ხარჯებსა და საერთო ხარჯებს შორის [1].

საშუალო თვიური ხარჯების სტრუქტურისა და მოძრაობის სპეციფიკის დადგენის შემდეგ, კვლევას ვაგრძელებთ მოსახლეობის საშუალო თვიური, ერთი შინამეურნეობისა და ცალკეული პიროვნების საშუალო თვიური შემოსავლების ანალიზით, ხოლო შემდეგ- ხარჯებისა და შემოსავლების დინამიკის შედარების მიმართულებით.

2015 წელს მოსახლეობის საშუალო თვიურ შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი (37.5%), დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავალს უკავია, მეორე ადგილი (14.6%) – პენსიებს, სტიპენდიებსა და დახმარებებს, ხოლო მესამე (11.2%-ით) – ფულის სესხებას ან დანაზოგის გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ დაქირავებული შრომით მიღებულმა შემოსავალმა წამყვანი პოზიცია (I ადგილი) 2005 წელს დაიკავა (მანამადე იგი არაფულად შემოსავლებზე მოდოდა)რაც შეეხება ფულის სესხებას ან დანაზოგის გამოყენებას, როგორც შემოსავლის მიღების წყაროს, ყველაზე დიდი წილი 2011 წელზე (12.0%), ხოლო მინიმალური მაჩვენებელი ჴ 2009 წელზე (10.1%) მოდის. საინტერესოა ისიც, რომ ფულის სესხებით ან დანაზოგის გამოყენებით მიღებული შემოსავალი, 2011 წლიდან აბსოლუტური მონაცემების მიხედვით იზრდებოდა, ხოლო მისი წილი მოსახლეობის საშუალო თვიურ შემოსავლებში მცირდებოდა. ასე, მაგალითად, თუ 2011 წელს მისი მოცულობა 85.2 მლნ ლარს შეადგენდა, 2015 წლისთვის იგი 31.3 მლნ ლარით (36.7%) გაიზარდა და 116.5 მლნ ლარს მიაღწია [3], მაშინ, როცა მისი წილი 12.0%-დან (2011 წელი) 11.2%-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დინამიკაა ერთი შინამეურნეობისა და ერთი პერსონის საშუალო თვიურ შემოსავლებში „ფულის სეხებისა ან დანაზოგის გამოყენების“ მხრივაც. ის იზრდებოდა როგორც აბსოლუტური, ასევე წილის მიხედვით, ხოლო პარამეტრები ემთხვევა ერთმანეთს როგორც წლების, ასევე ზღვრული (მაქსიმუმი/მინიმუმი) მაჩვენებლების მიხედვით [1].

ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღემატებოდა მოსახლეობის საშუალო თვიურ შემოსავლებს. ასე მაგალითად, 2001 წელს ხარჯებმა 350.2 მლნ ლარი, ხოლო შემოსავლებმა 263.2 მლნ ლარი შეადგინა (სხვაობა 87.მლნ ლარია).

აღნიშნული დისბალანსის აღმოსაფხვრელად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიმართავდა ქონების გაყიდვას, ფულის სესხებას ან წინა წლების დანაზოგის გამოყენებას. ასეთი უარყოფითი ტენდენცია შეიცვალა და შემოსავლებმა გადააჭარბეს ხარჯებს მხოლოდ 2009 წელს.

ამრიგად, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდიდან საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული დანაზოგების ზრდის შესაძლებლობები. ასე მაგალითად, 2009 წელს სხვაობამ მოსახლეობის საშუალო თვიურ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის 14.0 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2015 წლისათვის იგი მხოლოდ 3.9 მლნ ლარით გაიზარდა და 17.9 მლნ ლარს მიაღწია. შესაძლებელი გახდა დანაზოგის გაკეთება ან დაგროვება.

საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად მზარდ შემოსავლებს იღებს ფულის გასესხებით ან დანაზოგის გამოყენებით. ასე, მაგალითად, თუ 2001 წელს მისი მოცულობა მხოლოდ 12.6 მლნ ლარს უდრიდა, 2015 წლისათვის იგი 116.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ასევე იზრდება საქართველოს მოსახლეობის საშუალოთვიური ხარჯები, რასაც ისინი მიმართავენ სესხად გასაცემად ან დანაზოგის გასაკეთებლად. მისი მოცულობა 22.4 მლნ ლარიდან (2001 წ.) 180.5 მლნ ლარამდე (2015 წ.) გაიზარდა. თანაფარდობა – „ფულის სესხება ან დანაზოგის გამოყენების” მუხლით მიღებულ შემოსავლებსა და „დაზოგვა ან გასესხება” მუხლით გაკეთებულ დაბანდებათა შორის არაერთგვაროვანია. ასე, მაგალითად, 2001 და 2012-2015 წლებში მოსახლეობამ დანაზოგებით უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ამავე მიმართულებით დაბანდება იქნა გაკეთებული. კერძოდ, 2001 წელს მან 9.8 მლნ ლარი, ხოლო 2012-2015 წლებში, შესაბამისად, 3.3, 15.7, 32.4 და 64.0 მლნ ლარი შეადგინა. საპირისპიროდ, 2002- 2011  წლებში მოსახლეობამ დანაზოგების გასაკეთებლად უფრო მეტი თანხა დააბანდა, ვიდრე ამავე მიმართულებით შემოსავალი იქნა მიღებული (შესაბამისად 13.37.510.924.620.723.630.620.233.633.1  მლნ ლარი).

 დანაზოგების   საინვესტიციო   პოტენციალი

 დანაზოგის მოცულობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის საკითხის (იხ. ცხრილი 1). ანალიზი 2009 წლიდან დავიწყოთ, რადგანაც შემოსავლებმა ხარჯებს ამ პერიოდიდან გადააჭარბა. შედარებითი ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ 2009-2010 წლებში წმინდა დანაზოგის მოცულობას უარყოფითი ნიშნული ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო მოხმარება სჭარბობდა ქვეყნის მშპ-ს და წმინდა ეროვნულ განკარგვად შემოსავალს. აღნიშნული ტენდენცია მხოლოდ 2011 წლიდან შეიცვალა, როდესაც წმინდა დანაზოგის მოცულობამ 697.5 მლნ ლარი შეადგინა. მიღებული დანაზოგის არც აბსოლუტური და არც ფარდობითი პარამეტრი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან სიდიდეს. ასე, მაგალითად, 2011 წელს წმინდა დანაზოგის მიმართება წმინდა ეროვნულ განკარგვად შემოსავალთან, მხოლოდ 3.0%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი, შესაბამისად, 50.1 [11] და 14.2 %-ს უდრიდა [12]. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი საქართველოში ბოლო წლებში იზრდებოდა და 2015 წელს 10.3%-ს გაუტოლდა.

ეროვნული ანგარიშების ზოგიერთი აგრეგატული მაჩვენებელი (მლნ ლარი)*

ცხრილი 1

მნიშვნელოვანია ეროვნული დანაზოგების როლი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაში, რამეთუ იგი მძლავრი საინვესტიციო საშუალებაა. ყველაზე ხშირად დანაზოგის გაკეთების მიზეზებს შორის მოიხსენიებენ: საპენსიო სქემებში მონაწილეობას, დანაზოგის გაკეთებას „ყოველ შემთხვევისთვის“ (ცუდი დროების მოლოდინი)მკურნალობას, ავტომობილის ან ძვირფასი ნივთის შეძენას, მიწის ან აგარაკის შეძენას/ყიდვას, საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, ფასიანი ქაღალდების ყიდვას, განათლებას, დასვენებას, გართობას, მოგზაურობას და ა.შ.

როგორც აღინიშნა, დანაზოგის გაკეთების ერთ-ერთი მიზანს სოციალური ხასიათის საკითხების გადაწყვეტაა (საპენსიო უზრუნველყოფა)რადგანაც წმინდა დანაზოგებმა თავის დადებით ნიშნულს 2011 წელს მიაღწია, ანალიზიც აქედან გავაგრძელოთ. ამ წელს დანაზოგების მოცულობა (697.5 მლნ ლარი) სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებს (1540.9 მლნ ლარი) მხოლოდ 45.3 %-ით ფარავდა, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯებს (973.3 მლნ ლარი) – 71.7 %-ით. წმინდა დანაზოგებმა სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯების შევსება (გადაფარვა) მხოლოდ 2012-2015 წლებში მოახერხა, რომელმაც შესაბამისად სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების შემთხვევაში 2012წ. – 100.6%, 2013წ. – 110.3%, 2014წ. – 110.9%, 2015წ. – 113.9%, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯების შემთხვევაში 2012წ. – 162.2%, 2013წ. – 200.0%, 2014წ. – 211.7%, 2015წ. – 228.2% შეადგინა [1].

შესაბამისად, შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ, 2012 წლიდან დაწყებული, დანაზოგის მოცულობა უკვე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარამეტრს წარმოადგენს, რომელსაც შესწევს საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემების ასე თუ ისე ფინანსური უზრუნველყოფის უნარი [1].

დანაზოგების სტრუქტურა ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით, გარკვე- ული მრავალფეროვნებით ხასიათდება. დანაზოგების ფორმებს შორის განიხილავენ ნაღდ და უნაღდო ფორმას. დანაზოგების ნაღდ ფორმაში გულისხმობენ დანაზოგებს ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, ხოლო მის უნაღდო ფორმაში განიხილავენ ანაბრებს კომერციულ ბანკებში (ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში) და ფასიანი ქაღალდების შეძენაზე გახარჯულ თანხებს.

ზიგიერთ პუბლიკაციაში დანაზოგების სტრუქტურაში გამოყოფენ ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: ცვლილება ფიზიკური პირების ანაბრებსა და მოსახლეობის ხელთ არსებული ფულის მოცულობაში, კერძო კაპიტალის შემოდინება, ცვლილება კრედიტების დავალიანებებში, ხარჯები ფასიანი ქაღალდების შეძა- ნაზე, ხარჯები უძრავ ქონების შეძენაში და ა.შ. [7; 8; 9; 4].

გარკვეულ ინტერეს იწვევს დანაზოგების სტრუქტურისა და მისი გამოყენების ძირითადი მიმართულებების დინამიკა. ამ მხრივ, ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოს ზოგიერთი მონეტარული აგრეგატის, მათ შორის საბანკო დეპოზიტების მოძრაობაზე (იხ. ცხრილი 2).

საქართველოს მონეტარული აგრეგატები (მლნ ლარი)

ცხრილი 2

საქართველის ეროვნული ბანკის მონაცემების [2] მიხედვით, 2012 წლიდან იზრდება (ხშირ შემთხვევაში საგრძნობლად)დეპოზიტების მოცულობა, როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ვალუტაში (ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა, მიუხედავად ბოლო წლების ზრდისა, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 3 968.მლნ ლარიდან 3 780.მლნ ლარამდე (4.%-ითშემცირდა)ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უცხოურ ვალუტაში განთავსებულმა დეპოზიტებმა განიცადა. ასე, მაგალითად, თუ 2012 წელს ეს 3.8 მლრდ ლარს შეადგენდა, 2015 წლისათვის გაორმაგდა და 7.8 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში 1.8-ჯერ მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობა და 1.7-ჯერ ვადიანი დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა. მთლიანობაში, დეპოზიტების მთლიანმა მოცულობამ 6.3 მლრდ ლარიდან ჴ 2012 წელს, 2015 წლისათვის 11.4 მლრდ ლარს მიაღწია (1.9-ჯერადი ზრდა). ასევე გაიზარდა ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა. 2015 წლისათვის იგი 5 794.5 მლრდ ლარს გაუტოლდა (წინა წელთან შედარებით ზრდამ 26.% შეადგინა)რაც დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 51%-ს შეადგენს.

ფიზიკური პირების დეპოზიტებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (2.2-ჯერ) მოთხოვნამდე დეპოზიტებზე მოდის, შემდეგი (1.9-ჯერადი ზრდა) – უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე, ხოლო ვადიანი დეპოზიტები 1.8-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება დეპოზიტების ფიზიკურ მოცულობასა და მის წილს, წამყვანი პოზიციები, 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ვადიან დეპოზიტებზე 4.3 მლრდ ლარი (75. 0%) და უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე – 4.4 მლრდ ლარი (76. 1 %) მოდის.

საინტერესოა, წმინდა დანაზოგებსა (ცხრილი 1) და ფიზიკური პირების დეპოზიტებს მონაცემთა შედარება (ცხრილი 2): დეპოზიტების ოდენობა საგრძნობლად აღემატება წმინდა დანაზოგების მოცულობას, ანუ მოსახლეობა თავისი დანაზოგების უმეტეს ნაწილს (ზოგი ჴ მთლიანად) კომერციულ ბანკებში ინახავს, რადგანაც არ ენდობა ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს (განსაკუთრებით ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის პერიოდში) ან ასეთი შესაძლებლობების არ არსებობის გამო. აქვე ავღნიშნავთ, რომ თუ წინა წლებში, ალტერნატიული ინვესტირების, ერთ-ერთი შემაფერხებელ ფაქტორად, დეპოზიტზე განთავსებული თანხის სიმწირე გახდა, ამჟამად იგი ფაქტობრივად არ არსებობს, რადგანაც ბოლო რამდენიმე წელი, დეპოზიტების რაოდენობა მცირდება, ხოლო მათზე განთავსებული ფულადი რესურსების მოცულობა იზრდება. მიზეზი სხვაგან უნდა იყოს.

 ალტერნატიული ინვესტირების საწყისები

 განვიხილოთ თუ რა/როგორი ინტერესი არსებობს ალტერნატიული ინვესტირების მიმართ. დაკვირვებამ წარმოაჩინა, რომ თუ ფიზიკური პირების დეპოზიტები უფრო ნაკლებად იზრდება, ვიდრე ფულადი მასა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდისათვის მოსახლეობაში გაჩნდა გარკვეული ინტერესი ალტერნატიული ინვესტირების წყაროების მიმართ (ვთქვათ, ფასიანი ქაღალდების შეძენა).

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მესამე ცხრილში ასახულია ფულადი მასისა და ფიზიკური პირების დეპოზიტების დინამიკა.

საქართველოს ზოგიერთი მონეტარული აგრეგატის დინამიკა წინა წელთან შედარებით (%)

ცხრილი 3

ცხრილის მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ ფიზიკური პირების დეპოზიტები უფრო ნაკლებად იზრდება ფულად მასასთან (M1 და M2) 2011– 2013 წლებში, 2014-ში ფიზიკური პირების დეპოზიტები (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში განთავსებული მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტები) 19.9 %-ით გაიზარდა, ხოლო ფულადი მასა უფრო ნაკლებად (M1-3.6%, M2-9.1%, M3- 13.8%). რაც შეეხება 2015 წელს, წინა წელთან შედარებით M1 25.2 მლნ ლარით, M2 148.4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტები 1.2 მლრდ ლარით გაიზარდა. ამავე პერიოდში M3, მართალია, გაიზარდა 19.3%-ით, მაგრამ ფიზიკური პირების დეპოზიტებზე უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდა (26.8%).

ზომიერი ინფლაციისა და დანაზოგების სტაბილური ზრდის კვალობაზე, მოსახლეობა მზადაა განიხილოს საკუთარი ჭარბი რესურსების არამხოლოდ საბანკო დეპოზიტებზე განთავსება. ინვესტიცია უფრო მიმზიდველი იქნება, თუ იგი მიმართულია ქვეყნის მოძველებული ინფრასტრუქტურისა და ამორტიზებული კაპიტალის განახლებაზე. აღნიშნულის განსახორციელებლად, ყველაზე ეფექტიანი და აპრობირებული გზა აქციებისა და ობლიგაციების ბაზრის განვითარებაა.

დანაზოგების გამოყენების ალტერნატივის ზრდას აწყობილი და კარგად მომუშავე სამართლებრივი სისტემა წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივი ინვესტორების უპირობო და გარანტირებულ დაცვას გულისხმობს, მათ შორის მინორიტარი აქციონერების უფლებები და ა.შ.

მე-3 ცხრილის ანალიზით ირკვევა, რომ 2011-2013 წლებში საქართველოს მოსახლეობას გააჩნდა არამარტო ფინანსური რესურსი, არამედ ინტერესი ალტერნატიული ინვესტიციების განსახორციელებლად, მაგრამ მოკლებული იყო ასეთ შესაძლებლობებს. რაც შეეხება 2014-2015 წლებს, ფინანსური რესურსის კვლავ არსებობისა და შესაძლებლობების უცვლელობის კვალობაზე, ინტერესი ალტერნატიული ინვესტიციების განსახორციელებლად მათ შეუნელდათ.

* * *

დასასრულ, დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ქმედებანი ფინანსური ბაზრის ინსტიტუციონალური და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ალტერნატიული ინვესტირების შესაძლებლობების გაფართოების გათვალისწინების გარეშე, ნაჩქარევი და არაეფექტიანი აღმოჩნდება.

ლიტერატურა:

  1. www.geostate.ge/?action=page&p_id=184&lang=geo
  2. https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/bulletinstatistics/statbiul/2013/ annualgeo/bulletin2010geo.pdf – საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი.
  3. http://data.worldbank.org/indicator/NY.GNS.ICTR.CD?end=2014 – მსოფლიო ბანკი
  4. http://www.allcountries.org/uscensus/730_flow_of_funds_accounts_ composition_of.html – Composition of Individuals’ Savings
  5. www.forbes.com/sites/danalexander/2013/11/08/world-top-saving-coun- tries-2013
  6. http://bea.gov/newsreleases/national/pi/2014/pdf/pi1014_hist.pdf
  7. http://www.federalreserve.gov/pubs/feds/2000/200026/200026pap.pdf – [p. 25 (table 1)]
  8. http://www.ecb.europa.eu/pub/pdf/scpwps/ecbwp1355.pdf – [p. 9 and p.22 (table1)]
  9. http://www.nber.org/papers/w9647.pdf (japan) – [p. 24]
  10. http://www.tradingeconomics.com/united-states/personal-savings
  11. http://www.stat.gov.az/source/system_nat_accounts/indexen.php
  12. http://www.armstat.am/file/doc/99477463.pdf